მიხეილ სააკაშვილი - მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ - 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით

ზუგდიდში ჩვენი შეხვედრისთვის შუქი გათიშეს, დღეს სასამართლოში გამოსახულება გამომირთეს, კარგად ჩანს, თუ ვისი ეშინია ყველაზე მეტად რუსულ რეჟიმს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს განცხადებას, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც სააკაშვილი თავის მიმართვაში წერს, 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, რეჟიმი ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით, სხვადასხვა ჩანაწერებს გამოყრის.

„ზუგდიდში ჩვენი შეხვედრისთვის შუქი გათიშეს, დღეს სასამართლოში გამოსახულება გამომირთეს, კარგად ჩანს, თუ ვისი ეშინია ყველაზე მეტად რუსულ რეჟიმს.

მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ უახლოეს დღეებში და კვირებში. გარდა ამისა, 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერებს (ხელოვნური ინტელექტით დამუშავებულს თუმცა ზოგიერთი შეიძლება ნამდვილიც იყოს) ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით, თუმცა ხალხი ამას არ წამოეგება”, - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება