ანა კობახიძე - სხვადასხვა ნომრიდან რეკავენ საარჩევნო ოლქების "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრებთან, თითქოს მე ვავალებ სხდომებზე ჩხუბის ატეხასა და ხმაურს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ოპოზიციიდან, ანა კობახიძე განცხადებას ავრცელებს, რომ საოლქო კომისიის წევრებს მისი სახელით ურეკავენ და სხვადასხვა დავალებას აძლევენ.

ანა კობახიძის თქმით, ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა.

"სხვადასხვა ნომრიდან რეკავენ საარჩევნო ოლქების "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრებთან და ეუბნებიან, რომ რეკავენ ჩემი დავალებით.

მათ ეუბნებიან, თითქოს მე ვავალებ სხდომაზე ჩხუბის ატეხვას და უმიზეზო ხმაურს. ეს არის სრული სიცრუე და პროვოკაცია!

რა თქმა უნდა, ჩვენი ოლქის წევრები ამას მიხვდნენ და არ წამოეგნენ პროვოკაციას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია ჩვენს მიმართ", - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება