ქართული განათლების პირველი ექსპორტი უცხოეთში - დუბაიში კავკასიის ტრენინგის ცენტრი გაიხსნა

26 სექტემბერს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კერძოდ დუბაიში, კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგის ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა ქართული განათლება გავიდა ექსპორტზე, და კავკასიის უნივერსიტეტი გახდა პირველი და ერთადერთი ქართული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელმაც საერთაშორისო ბაზარზე ოპერირება დაიწყო. უნივერსიტეტის გლობალური გაფართოება უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანია ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.

დუბაიში ცენტრი გახსნეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა – კახა შენგელიამ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში – გიორგი ჯანჯღავამ, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა – ბუბა ლეჟავამ, რომელიც ასევე არის ტრენინგ ცენტრის დირექტორი, და Ceeco International-ის აღმასრულებელი დირექტორმა – ჯაზირ აბდულ ხადერმა (Dr. Jazeer Abdul Khader).

გახსნას ესწრებოდნენ: დუბაიში საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე თემურ მიქელაძე, ინდოეთის პარლამენტის წევრი – ადვ. ჯები მათერი (Adv. Jebi Mather); ასევე, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტები, დუბაიში საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრები და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ბიზნეს სექტორში მოღვაწე ქართველები.

ტრენინგის ცენტრი დაინტერესებულ აპლიკანტებს შესაძლებლობას მისცემს, გაიღრმაონ ცოდნა მათთვის საინტერესო საკითხებზე და მიიღონ მაღალი ხარისხის საერთაშორისო განათლება. ცენტრი წარმოადგენს პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის უნიკალურ საშუალებას, რომელიც აერთიანებს ტრენერების და სასწავლო პროგრამების ფართო ქსელს საქართველოდან, ევროპიდან, ინდოეთიდან. ის, ასევე, აკავშირებს სტუდენტებს არა მხოლოდ არაბთა გაერთიანებული საემიროებში, არამედ მის მასშტაბებს გარეთაც.

ტრენინგ კურსები მოიცავს როგორც სესიებს დუბაიში, ასევე, ჰიბრიდული სწავლის შესაძლებლობასაც იძლევა, რაც უზრუნველყოფს მოქნილობას და ინკლუზიურობას.

ვრცლად ტრენერებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება