„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ეუთოს/ოდირის სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ეუთოს/ოდირის სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სადამკვირვებლო მისიას კოალიციის საარჩევნო სტრატეგია გააცნეს.

„ეუთოს სადამკვირვებლო მისიას გავაცანით „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სტრატეგია და ჩვენი კამპანია. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმაზე თუ რას ელოდება ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი აპირებს, რომ შეცვალოს მთავრობა, რადგან „ქართული ოცნება“ მიგვაქანებს იზოლაციაში და გველოდება უკიდურესი სიღატაკე და 90-იანი წლების სიბნელე მაშინ, როდესაც ჩვენი საერთაშორისო მეგობრებიდან გვაქვს მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენ შეგვიძლია მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოში ევროპული ტიპის კეთილდღეობა, ამიტომ სადამკვირვებლო მისიის ყოფნა საქართველოში მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ქართველ ხალხთან ერთად დაიცვას ის არჩევანი, რომელსაც ის გააკეთებს 26 ოქტომბერს”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა

გიგი წერეთლის განცხადებით, პარტნიორი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან მიიღეს გარანტიები იმისა, რომ საარჩევნო პროცესის დაკვირვებაში აქტიურად იქნებიან ჩართული.

„ჩვენ შევხვდით ეუთო/ოდირის მისიას, მის ხელმძღვანელს და გუნდის წევრებს და საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეუთოს მისია იქნება პრინციპში წამყვანი მისია სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. ჩვენ ვიცით, რომ იქნება ასევე ეუთო საპარლამენტო ასამბლეის, ევროკავშირის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის და ასევე ევროპის საბჭოს მისიები, სხვა ორგანიზაციები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ სადამკვირვებლო მისიის ამოცანაა პრევენციული დარღვევების, რაც შეიძლება ჩაფიქრებული იყოს და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ხელისუფლებას ბევრი რამ ექნება ჩაფიქრებული და ბევრი რამის სურვილი აქვს, ჩვენ ვხედავთ, როგორი რადიკალიზებული და პოლარიზებულია გარემო და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, დასკვნა უნდა იყოს ობიექტური და იქ აისახოს ყველა ის დარღვევა, რომელიც იქნება და სწორედ ობიექტურობაა მთავარი საზომი. დღეს ჩვენ მივიღეთ ჩვენი პარტნიორი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან გარანტიები იმისა, რომ ძალიან აქტიურად იქნებიან ჩართული, დაახლოებით 400-მდე დამკვირვებელი უკვე ორგანიზებულია და კიდევ უფრო მეტი იქნება, როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი და ეს იქნება, ალბათ, ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა თავისუფლად, დემოკრატიულად მიცენ ხმა არჩევნებში, ხოლო ხელისუფლებას, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, ვინც მოისურვებს, რომ რაღაცნაირად ფალსიფიცირება და მანიპულირება მოახდინონ ამაზე, იქნება ძალიან მკაცრი საერთაშორისო რეაგირება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა, ეუთოს წევრებთან შეხვედრასთან დაკავშირებით.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო