გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ოთარ შამუგიას თქმით, აღნიშნული ინიციატივა კურსდამთავრებულებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.

„მინდა მოგილოცოთ პროგრამაში მონაწილეობა და მადლობა გადაგიხადოთ არჩევანისთვის. ანაზღაურებად სტაჟირებასთან დაკავშირებული პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა, თქვენთან ერთად ათასობით კურსდამთავრებულს აძლევს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას. მოხარული ვარ, რომ სხვა საინტერესო პროფესიებთან ერთად, თქვენს შორის არიან ისეთი დეფიციტური პროფესიების წარმომადგენლები, როგორიცაა გეოლოგია, ვეტერინარია, სურსათის უვნებლობა, მევენახეობა-მეღვინეობა. მინდა გითხრათ, რომ თქვენი მონდომების და სურვილის შესაბამისად, სტაჟირების დასრულების შემდეგ, მოგეცემათ სამინისტროსა და მის სტრუქტურებში დასაქმების უნიკალური შანსი და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. თქვენ უნდა ემსახუროთ მომავალში ჩვენ ქვეყანას. მოტივირებულ ახალგაზრდებს აუცილებლად ექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაში 50-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებში ოთხთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას სამთავრობო პროგრამის ფარგლებში გადიან.

შეხვედრაზე მინისტრმა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2024 წლის სექტემბრიდან, სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები სახელმწიფო დაწესებულებებში ოთხთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან. კანდიდატთა შერჩევის დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი სტუდენტის აკადემიური მოსწრებაა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია