მრავალეროვნული სწავლება - ETERNITY 2024 დასრულდა

მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება - ETERNITY 2024 დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა, სადაც ქართველმა, აზერბაიჯანელმა და თურქმა სამხედროებმა საინჟინრო განაღმვის, მოწინააღმდეგეზე იერიშის, სამედიცინო ევაკუაციისა და სხვა ამოცანები შეასრულეს.

მათივე ცნობით, საველე წვრთნებში შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფიც მონაწილეობდა.

„საჩვენებელი სწავლების შემდეგ, სტუმრებმა გადაინაცვლეს კრწანისის სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრში, სადაც საშტაბო კომპონენტს გაეცნენ და სწავლების შესახებ შემაჯამებელი ბრიფინგი მოისმინეს.

დასკვნით ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, საქართველოში თურქეთის ელჩმა - ალი ქაან ორბაიმ, ასევე, ორივე ქვეყნის მაღალი რანგის სამხედროებმა ETERNITY 2024-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცეს.

საერთაშორისო სწავლება ETERNITY 2024 თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა. სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას, ასევე აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება