პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში  ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლების: ტალავერის, სავანეთის, ჭაპალასა და სამტრედოს მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივებთან შეხვედრისას დელეგატმა განიხილა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. იმსჯელა დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.

„სამთავრობო გუნდი წლებია, მუშაობს რათა, სოფლად მოსახლეობას გაუუმჯობესონ ყოველდღიური საცხოვრებელი პირობები და ამ მიზნით სოფლებში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. დელეგატის თქმით, ამ დროისათვის ტალავერში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჭაპალაში კი, სრული რეაბილიტაცია უტარდება საჯარო სკოლას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჩვენს, თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის”, -განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება