"პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს  ბათუმის მოსახლეობასთან  აგრძელებს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმის დელეგატ რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, ქალაქ ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის, 26 მაისისა და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას კარდაკარ შემოვლის პრინციპით შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა ქალაქში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.

„მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია საკმაოდ დადებითად მიმდინარეობს. უმრავლესობა თანადგომას და მხარდაჭერას გვიცხადებს, რაც დიდი სტიმულია გავუძღვე კეთილსინდისიერად ჩემს სამომავლო საქმიანობას,“- განაცხადა აჩიკო ბერიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს