„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა მესამე მასივის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი მესამე მასივის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი შეეხო რაიონში არსებულ მდგომარეობას, მიმდინარე პროექტებს და იმ სირთულეებს, რაც ადგილობრივებს აწუხებთ. დაისახა პრობლემების გადაჭრის გზებიც.

მათივე ცნობით, ასევე, აღინიშნა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ამიტომ მმართველი გუნდის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში მშვიდობას უზრუნველყოფს, მხარდაჭერილი უნდა იყოს, რათა მშვიდობა შენარჩუნდეს.

ვარლამ ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს ქართული საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“, რათა ვერავინ შეძლოს საქართველოში სიტუაციის არევა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება