ტომ სალივანი - უკვე გარკვეული პერიოდია, რაც შეშფოთებულები ვართ იმ ტრაექტორიით, რომლითაც პარტია „ქართულ ოცნებას“ თავისი ქვეყანა მიჰყავს

უკვე გარკვეული პერიოდია, რაც ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ტრაექტორიით, რომლითაც პარტია „ქართულ ოცნებას“ თავისი ქვეყანა მიჰყავს , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მრჩეველმა ტომ სალივანმა განაცხადა.

„უკვე გარკვეული პერიოდია, რაც ჩვენ შეშფოთებულები ვართ, იმ ტრაექტორიით, რომლითაც პარტია „ქართულ ოცნებას“ თავისი ქვეყანა მიჰყავს და აშორებს იმას, რაც როგორც ჩვენ გვჯერა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, კერძოდ დასავლეთთან, ევროკავშირთან და პოტენციურად ნატო-სთან უფრო მჭიდრო ინტეგრაცია. ასე, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში და ასევე ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, მთელი რიგი ზომები მკაფიოდ განვსაზღვრეთ. როდესაც ისინი ანტიდემოკრატიული ნაბიჯების ან ისეთი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებენ, რომლებიც ადამიანებს საკუთარი აზრის ღიად გამოხატვისა და თავიანთი მომავლის განსაზღვრის უფლებას არ აძლევს, ჩვენ ამის საფუძველზე მათთან ჩვენი ურთიერთობის შეფასებას გავაგრძელებთ. ვფიქრობ, თქვენ ეს ურთიერთქმედებაში ან ურთიერთქმედების ნაკლებობაში ასახული ნახეთ“, - განაცხადა ტომ სალივანმა, რომლის განცხადებასაც ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს