„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი სანზონისა და ზღვისუბნის მოსახლეობას ხვდება

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე სანზონისა და ზღვისუბნის მოსახლეობას ხვდება.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივებთან შეხვედრები გაიმართა გურამიშვილის გამზირზე, ხორნაბუჯის ქუჩაზე და ზღვისუბნის მე-4 კვარტალში.

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმართავთ შეხვედრებს მოსახლეობასთან. ძირითადად, ვსაუბრობთ იმ გამოწვევებზე, საკითხებზე, რაც ადგილობრივებს აწუხებთ და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. ვსაუბრობთ არჩევნების მნიშვნელობაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ჩართულობა პროცესში და ყველაზე მთავარი რაც არის, როგორ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მომავალში გავაგრძელოთ სტაბილური განვითარება“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და „ქართული ოცნების“ ნაძალადევის შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს