ირაკლი ფავლენიშვილი - საქართველოს ხელისუფლება კრემლის დავალებას ასრულებს - მთავარი ინსტრუქციაა, მოვახდინოთ ტერიტორიული დანაწევრების ლეგიტიმაცია

საქართველოს ხელისუფლება ასრულებს კრემლის დავალებას. მათი მთავარი ინსტრუქციაა, წარსულის გადაფასების დროს ჩვენ ვისაუბროთ არა დანაშაულზე, არა ოკუპაციაზე, არა ეთნოწმენდაზე, რომელიც რეალურად მოხდა, არამედ გაუგებარ დანაშაულებზე ორივე მხრიდან, - ამის შესახებ "ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, მთავარი ინსტრუქციაა, „მოვახდინოთ „ტერიტორიული დანაწევრების ლეგიტიმაცია“.

„პირდაპირ ვამბობ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მთავარი ინსტრუქციაა, რომ მოვახდინოთ ჩვენი ტერიტორიული დანაწევრების ლეგიტიმაცია, იმ სუბიექტების დამოუკიდებლობა ვაღიაროთ, რომლებიც აბსოლუტურად არალეგიტიმურები არიან. ისინი წარმოადგენენ რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილ რეჟიმებს. წარსულის გადაფასების დროს ჩვენ ვისაუბროთ არა დანაშაულზე, ოკუპაციასა და ეთნოწმენდაზე, რომელიც რეალურად მოხდა, არამედ გაუგებარ დანაშაულებზე ორივე მხრიდან”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს