„ქართული ოცნებიდან" აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ხულოს დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ ბერიძე, ხულოში: ფუშრუკაულის, თხილვანისა და ხიხაძირის თემის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრაზე დელეგატმა მოქალაქეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

„შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები.

დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს მშვიდობიანი განვითარების იმ გზაზე, რასაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში გადის”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა