„ენერგო-პრო ჯორჯია" - სამეგრელოში ძლიერი ქარის გამო, დაზიანდა მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტროინფრასტუქტურა - ელექტრიკოსები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

"ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები სამეგრელოში საგანგებო რეჟიმით მუშაობენ.

როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ძლიერი ქარის გამო, დაზიანდა მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტროინფრასტუქტურა. აღდგენით სამუშაებში დასახმარებლად, კომპანიის ელექტრიკოსები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან სამეგრელოში ჩავიდნენ.

„განსაკრებით რთული მდგომარეობაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თუმცა, ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეზღუდვით მიეწოდება მარტვილის, ხობის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტბსაც. აღდგენით სამუშაოებს ხელს უშლის ქარიშხალი. თუმცა, ელექტრიკოსები ცდილობენ ოპერატიულად იმუშაონ და აღადგინონ დაზიანებული ელექტროინფრასტრუქტურა.

აღდგენილ ელექტროგადამცემ ხაზებს, ფიდერებს და ტრანსფორმატორებს ძლიერი ქარი კვლავ აზიანებს. მიუხედავად ამისა, "ენერგო-პრო ჯორჯია" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დღის ბოლომდე აბონენტების უმრავლესობას ენერგომომარაგება აღუდგეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება