საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, საბაგიროდან ევაკუაციის სიმულაციური სწავლება ჩაატარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, საბაგიროდან ევაკუაციის სიმულაციური სწავლება ჩაატარეს.

უწყების ინფორმაციით, სიმულაციური სწავლების სცენარის მიხედვით, ბათუმის საბაგირო გზაზე მოხდა ტექნიკური შეფერხება.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, მგზავრების ევაკუაცია სამაშველო ბატუტის, დრონისა და შესაბამისი სპეციალური ტექნიკის გამოყენებით განახორციელეს. სწავლების მიზანს, ტექნოლოგიური ავარიის დროს საბაგიროდან მგზავრების ევაკუაციის დახვეწა წარმოადგენდა. ღონისძიებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების, ასევე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის და ქალაქ ბათუმის საბაგიროს ადმინისტრაციის თანამშრომლები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს