ნიკა მელია - წალკაში განწყობა არის გამარჯვების, ყველას უნდა რეალური და ყოვლისმომცველი ცვლილება - კოალიციური მმართველობა არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება

წალკაში განწყობა არის გამარჯვების, ცვლილებების სასარგებლოდ, არავის სურს ჩანაცვლება, ყველას უნდა რეალური და ყოვლისმომცველი ცვლილება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხი იმსახურებს ბედნიერებას, კეთილდღეობას და მის სიტყვას სახელმწიფოს განვითარების გზაზე ფასი უნდა ჰქონდეს.

„წალკაში განწყობა არის გამარჯვების, ცვლილებების სასარგებლოდ, არავის სურს ჩანაცვლება, ყველას უნდა რეალური და ყოვლისმომცველი ცვლილება, ხალხი იმსახურებს ბედნიერებას, კეთილდღეობას და მის სიტყვას სახელმწიფოს განვითარების გზაზე ფასი უნდა ჰქონდეს. სწორედ, ეს ხალხი უნდა წყვეტდეს საკუთარ ბედს, 26 ოქტომბერს სიმართლე და ღირსება გაიმარჯვებს, მთელი პოლიტიკური სისტემა შეიცვლება და ახალი პოლიტიკური კულტურა ჩამოყალიბდება. კოალიციური მმართველობა არის ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა მელიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება