აშშ-ში  ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა

ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთში ქარიშხალ „ჰელენისგან“ გამოწვეულ ძლიერ ქარსა და კოკისპირულ წვიმას, სულ მცირე, 64 ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქიის გამო თითქმის 3.5 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

„ჰელენისგან“ გამოწვეულმა ძლიერმა ქარმა, წვიმამ, წყალდიდობამ და ტორნადომ, შეერთებულ შტატებს, სავარაუდოდ, მილიარდობით აშშ დოლარის ზარალი მიაყენა, დანგრეულია ცენტრალური უბნები, გზატკეცილები და დიდი რაოდენობით სახლები და ორგანიზაციების შენობები.

„თითქოს ბომბი აფეთქდა“, - განაცხადა ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა, ბრაიან კემპმა მიყენებულ ზიანზე კომენტირებისას.

AccuWeather-ის მთავარი მეტეოროლოგის, ჯონათან პორტერის შეფასებით, ქარიშხლისგან გამოწვეული ზარალი, დაახლოებით, 95-110 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს რაც მას აქცევს ერთ-ერთ ყველაზე დიდი ზარალის გამომწვევ ქარიშხლად აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში.

შეგახსენებთ, მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი „ჰელენი“ ფლორიდის ბიგ-ბენდის რეგიონს ხუთშაბათს დაარტყდა თავს. ფლორიდაში ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ 225 კმ/სთ-ს მიაღწია, მას შემდეგ ქარიშხალი „ჰელენი“ შესუსტდა და ახლა მისი დონე პოსტ-ტროპიკულია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება