თამარ კორძაია - სასამართლოს მეშვეობით ვეცდებით ემიგრანტების ხმის უფლების დაცვას

დღეს სასამართლოს მეშვეობით ვეცდებით ემიგრანტების ხმის უფლების დაცვას - იმედი მაქვს, სასამართლო მაინც იქნება გაბედული და კონკრეტული მოსამართლე მაინც აიღებს პასუხისმგებლობას, დაიცავს ჩვენი ემიგრანტების უფლება, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და გააკეთონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს რომ ხმის მიცემა უნდათ - ამ განცხადებების განხილვა მისი კომპეტენცია არ არის.

“ჩვენ დღეს სასამართლოს მეშვეობით ვეცდებით ემიგრანტების ხმის უფლების დაცვას. იმედი მაქვს, რომ სასამართლო მაინც იქნება გაბედული და კონკრეტული მოსამართლე მაინც აიღებს პასუხისმგებლობას, დაიცავს ჩვენი ემიგრანტების უფლებას, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი. სამწუხაროდ, ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული მოქალაქისთვის ხმის მიცემის პირობები, ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს და ჩვენს დასაბუთებულ არგუმენტებზე, მოქალაქეების მიერ წარდგენილ განცხადებებზე ამბობს, რომ ეს მისი საქმე არ არის. წარმოიდგინეთ, რომ ცესკო იმას ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს რომ ხმის მიცემა უნდათ, ამ განცხადებების განხილვა, თურმე მისი კომპეტენცია არ არის. მაშინ მისი ფუნქციონირება რისთვის არის კანონით განსაზღვრული, ამაზე პასუხი არ აქვთ. ისინი ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სიების ფარგლებში მოქმედებენ მხოლოდ, მაგრამ ისინი ამ დროს იტყუებიან. ჩვენ ვეცდებით, რომ დღეს სასამართლოზე ეს არგუმენტები წარვადგინოთ. ვიცით, რომ ჩვენ კანონისა და სამართლის ენაზე მართლები ვართ, მაგრამ ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო”, - აღნიშნა კორძაიამ.

ამავე თემაზე საუბრისას კორძაიამ განმარტა, რომ 58 განცხადება ჰქონდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. თითოეულ განცხადებაში 51 და მეტი ხელმოწერა იყო, რომლებიც ასევე ადასტურებდნენ, რომ იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე და ითხოვდნენ უბნების გახსნას იმ ქალაქებში, რომლებშიც ცხოვრობდნენ.

„წარმოიდგინეთ, ცესკოს ერთ-ერთმა წევრმა თბილისიდან ბათუმის ჩასვლას შეადარა მაგალითად, მაიამიდან ნიუ-იორკში ჩასვლა. ასეთი შედარებებით ხელმძღვანელობენ, როდესაც ადამიანის უფლებებზეა საუბარი”, - განაცხადა კორძაიამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო