„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, დელეგატმა დაათვალიერა აფრიკის დასახლებაში, ქიზიყის ქუჩაზე ხეივნის მოწყობის სამუშაოები.

„ქუჩაზე გზის გასწვრივ, სადაც მოსახლეობას ავტოფარეხები ჰქონდა მოწყობილი, კილომეტრამდე სიგრძის რეკრეაციული სივრცე კეთდება, რომლის 70% უკვე დასრულებულია და დანარჩენიც წლის ბოლომდე მოეწყობა. პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება. ამავე სივრცეში მოეწყო სპორტული მოედანი.

სოფელ წინუბანში ვარლამ ლიპარტელიანი გაეცნო შიდა გზების დაგების სამუშაოებს. აღსანიშნავია, რომ ასფალტის საფარი იგება ისეთ ქუჩებზე, სადაც ეს არასდროს მომხდარა.

ე.წ. სამხედრო დასახლებაში დელეგატმა დაათვალიერა ფერდის გამაგრებითი და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ სამხედრო დასახლება წვიმის დროს აღარ დაიტბორება, რაც დასახლების მცხოვრებთათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება