„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ქობულეთის  მოსახლეობასთან გრძელდება

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩის, ასევე, სოფელ ქობულეთისა და კვირიკეში, ვერულიძეების დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

ინფორმაციის თანხმად, შეხვედრებზე დელეგატმა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. განიხილეს არსებული პრობლემები, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა