„ქართული ოცნების“ დელეგატმა ანტონ ობოლაშვილმა მოსახლეობასთან ერთად დღესასწაული „ადიგენობა“ აღნიშნა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის მერ გოჩა ქიმაძესთან ერთად, „ადიგენობის“ დღესასწაულს დაესწრო. ინფორმაციას "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში ადიგენში სხვადასხვა აქტივობები გაიმართა: ნიაზ ჩირგაძის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა ფეხბურთში, საბავშვო გასართობი პროგრამა, სპორტული შეჯიბრებები, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მესხური სამზარეულოს დეგუსტაცია, საპატიო ადიგენელების დაჯილდოება და კონცერტი სხვადასხვა შემსრულებლების მონაწილეობით.

„ადიგენი დიდი ისტორიის მქონე მუნიციპალიტეტია. ჩემთვის ადიგენი განსხვავებული ემოციაა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, აქაურობა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ჩვენ გვაქვს ულამაზესი მხარე, რომლითაც ყველამ უნდა ვიამაყოთ. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ ადიგენის და ჩვენი ქვეყნის მომავალი, მშვიდობით და ღირსებით“, - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია