„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი - დავით დარჩია და სოფელ ბაილეთის, სილაურისა და ჯუმათის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.

ავთანდილ თალაკვაძის თქმით, მისი გუნდი აფასებს მოქალაქეების მხარდაჭერას და 26 ოქტომბერს მათთან ერთად გაიმარჯვებს.

„აქტიურად განვაგრძობთ ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს. სოფლებში და ქალაქში გამართულ შეხვედრებზე ვსაუბრობთ ამ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობაზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, გაწეულ სამუშაოზე და სამომავლო გეგმებზე. ვაფასებთ ჩვენი თანამოქალაქეების ძლიერ მხარდაჭერას! მჯერა, 26 ოქტომბერს მათთან ერთად გავიმარჯვებთ! მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!“,- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება