პაატა დავითაია - ოკუპანტი ვერასდროს იქნება მედიატორი, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ მზაკვრული გეგმა აამოქმედა

ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადება არის კრემლის მორიგი პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთმა აამოქმედა მზაკვრული გეგმა, რომელიც საბოლოო მიზნად ისახავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის მორყევას და ანექსიას, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას.

მისი თქმით, “ლავროვის განცხადება დაახლოების შუამავლობაზე არის ცინიკური”, რადგან შეუძლებელია მედიატორი იყოს ოკუპანტი, რომელიც „აფხაზეთსა და ოსეთზე საუბრობს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე“.

“გაეროს მანდატით რუსეთის შეიარაღებული ძალები აფხაზეთში იყო როგორც მშვიდობისმყოფელი ძალები, რომელიც გახდა საოკუპაციო ძალა. შეუძლებელია მედიატორი იყოს ოკუპანტი, რომელიც განცხადებაში აფხაზეთსა და ოსეთზე საუბრობს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე.

ყოვლად მიუღებელია, ლავროვის მიერ გაცხადებული პოზიცია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპანტი ქვეყნის საბოლოო მიზანი არის ჩვენი ტერიტორიების ანექსია.

ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობები დასავლელ პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არა - მათთან დაპირისპირება, რათა არ აღმოვჩნდეთ მარტო, რუსეთის ფედერაციის პირისპირ“, - აცხადებს პაატა დავითაია, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება