ოკუპირებულ გალში ძლიერ ხანძარს ებრძვიან, არსებობს ცეცხლის საცხოვრებელ სახლებზე გავრცელების საშიშროება

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ძლიერი ქარის გამო ცეცხლის საცხოვრებელ სახლებამდე მიღწევის საფრთხე არსებობს, რის გამოც სახანძრო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას ადგილობრივი და რუსული მედია საშუალებები ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, გალის რაიონის ადმინისტრაციამ მამაკაცებს მოუწოდა, გავიდნენ ქუჩებში და ყურადღებით დააკვირდნენ რა ხდება მათ ირგვლივ, საჭიროების შემთხვევაში კი სასწრაფოდ დაეხმარონ მეხანძრეებს.

„ძლიერი ქარის გამო ხანძარი სწრაფად ვრცელდება, მოსახლეობას საფრთხე ემუქრება“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა, ლევ კვიცინიამ.

ხანძრის ყველაზე დიდი კერა სოფელ მახუნჯიაშია, რომელიც ქალაქ გალის სამხრეთით მდებარეობს. გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ფილიამ განაცხადა, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს სოფლის მაცხოვრებლების ევაკუაცია.

გალელ მეხანძრეებს ეხმარებიან მეხანძრეები ენგურჰესიდან, ტყვარჩელიდან და ოჩამჩირედან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება