ვლადიმერ პუტინი - სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჭეშმარიტად განმათავისუფლებელი ხასიათისაა - ყველა დაგეგმილი მიზანი მიღწეული იქნება

დასავლეთის ელიტებმა უკრაინა თავიანთ კოლონიად აქციეს, სამხედრო პლაცდარმად, რომელიც მიმართულია რუსეთისკენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონის რუსეთთან ე.წ. „მიერთების დღისადმი“ მიძღვნილ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ისინი 2014 წლის შემდეგ „სისტემატურად ნერგავდნენ სიძულვილს და რადიკალურ ნაციონალიზმს, აღძრავდნენ მტრობას ყველაფრის რუსული მიმართ“. გარდა ამისა, პუტინის მტკიცებით, დასავლური ელიტები დაკავებულნი იყვნენ იარაღის მიწოდებით და დაქირავებული ჯარისკაცების და მრჩევლების გაგზავნით იმისთვის, რომ უკრაინის არმია ახალი ომისთვის მოემზადებინათ და მათი სამიზნე არა მხოლოდ დონბასი, არამედ ყირიმი და რუსეთის სხვა რეგიონებიც იყო.

პუტინის მტკიცებით, მოსკოვი ცდილობდა უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის მიეღწია.

„იცით, როგორ დასრულდა ეს მოლაპარაკებები: ტყუილი, გაყალბება და მოტყუება დასავლური ელიტის მხრიდან, რომლებმაც ამ ხნის განმავლობაში უკრაინა თავიანთ კოლონიად, რუსეთისკენ მიმართული სამხედრო პლაცდარმად აქციეს“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, მოვლენების შემდგომმა განვითარებამ სრულად დაადასტურა ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ აუცილებლობა და მართებულობა, „მისი ჭეშმარიტად განმათავისუფლებელი ხასიათი.

როგორც მან აღნიშნა, სიმართლე რუსეთის მხარესაა და უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ყველა დაგეგმილი მიზანი მიღწეული იქნება.

„სიმართლე ჩვენს მხარეზეა. ყველა დაგეგმილი მიზანი მიღწეული იქნება“, - აღნიშნა პუტინმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს