კახა კალაძე სანქციებზე - არ ინერვიულოთ ჩემს ფინანსებსა და თანხებზე - მე არ ვნერვიულობ და თქვენ ნუ ინერვიულებთ

თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა?! - ვიღაცას დაასანქცირებენ ან არ დაასანქცირებენ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არ ინერვიულოთ ჩემს ფინანსებსა და თანხებზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ემუქრება თუ არა კალაძის ევროპულ ბანკებში განთავსებულ ქონებას საფრთხე.

„არ ინერვიულოთ ჩემზე, მე არ ვნერვიულობ და თქვენ ნუ ინერვიულებთ. თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა? ივანიშვილი დასანქცირებულია. რეალობა სახეზეა - დე ფაქტო სანქცირებულია. ადამიანმა ყველანაირი სასამართლო მოიგო, უბრალოდ თანხებს არ უბრუნებენ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არის. ვიღაცას დაასანქცირებენ-არ დაასანქცირებენ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არ ინერვიულოთ ჩემს ფინანსებსა და თანხებზე, დიდი თხოვნა მაქვს“,- აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, კალაძის თქმით, პირადად არ უთქვამთ მისთვის, რომ ის სანქცირებულია.

„რა ვიცი, ხომ გვითხრეს, 60 ადამიანი სანქცირებული ხართო. პირადად არ უთქვამთ. არ ვიცი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის“, - აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, უცხოურ ბანკებში რატომ აღარ ინახავს თანხებს, კალაძე განმარტავს: „რატომ უნდა შევინახო? ჯერ ნახეთ ივანიშვილთან რა დამოკიდებულება აქვთ, ადამიანი გაძარცვეს, რატომ უნდა ვენდო?! რა თქმა უნდა, არ ვენდობი“, - განაცხადა კალაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის