„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, კონიაკის დასახლებაში, ჩაის ბაღში, მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე მოისმინა დასახლების პრობლემები, რომელთა აღმოფხვრაშიც მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მუნიციპალურ საკითხებთან ერთად, აქტიურად განიხილეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური გამოწვევები, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მნიშვნელობაზე.

„ყურადღება გავამახვილეთ საკონსტიტუციო უმრავლესობის მნიშვნელობაზე, რათა ქვეყანამ არსებულ გამოწვევებს ქმედითად უპასუხოს: დავიცვათ ჩვენი შვილები ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან, გავამტკიცოთ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლი და მზად ვიყოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება