აშშ-ის საელჩო - „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო აშშ-მა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნები გადადო - ძლიერ ქვეყნებს ძლიერი მოკავშირეები სჭირდებათ, რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია სათუთად ვაშენებთ?

აშშ-ს საელჩო ე.წ. მეორე ფრონტთან დაკავშირებით ბრალდებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ თავი კვლავ იჩინა“.

„მეორე ფრონტთან" დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო ამ ზაფხულს შეერთებულმა შტატებმა „ღირსეული პარტნიორის" წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო.

სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი, მათ შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში. სიმართლე კი მარტივია“, - წერს საელჩო „ფეისბუქზე“ და საპასუხოდ აქვეყნებს ფოტოებს, სადაც მათ შორის გამოსახულია „ღირსეული პარტნიორის“ ფოტო.

გამოქვეყნებულ ფოტოებზე არის შემდეგი წარწერა:

„ძლიერ ქვეყნებს ძლიერი მოკავშირეები სჭირდებათ. რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია სათუთად ვაშენებთ?“

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება