იაგო ხვიჩია - ლავროვის განცხადება საქართველოს ხელისუფლების ფლირტზე პასუხია

ლავროვის განცხადება საქართველოს ხელისუფლების ფლირტზე პასუხია - თუ ადრე მთლად უპასუხოდ მიაგდეს ეს ფლირტი, ამ შემთხვევაში ოდნავ ყურადღების ღირსად ჩათვალეს და საპასუხო ფლირტით უპასუხეს, - ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას.

მისი თქმით, ყველა მესიჯბოქსი, რასაც ისინი ჩვენს მიმართ საუბრობენ, შეურაცხმყოფელია საქართველოს მოსახლეობისთვის და არ შეიძლება ის ნორმალურ საზოგადოებაში ელექტორალურად მომგებიანი იყოს.

„ლავროვის განცხადება საქართველოს ხელისუფლების ფლირტზე პასუხია. თუ ადრე, პირველ ჯერზე მთლად უპასუხოდ მიაგდეს ეს ფლირტი, ამ შემთხვევაში ოდნავ ყურადღების ღირსად ჩათვალეს და საპასუხო ფლირტით უპასუხეს. თუმცა, წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნებისთვის” ეს რამდენად მომგებიანი იქნება, წარმოდგენა არ მაქვს, იმიტომ, რომ ყველასთვის ცხადია, რომ ეს დაპირებაც დაახლოებით ისეთია: გარეჯი რომ საქართველო იყო, რომ იბრუნებდნენ, ქრისტიანობას რომ სახელმწიფო რელიგიად აცხადებენ და ა.შ. მე მგონია, რომ ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცნობთ რუსეთს, ბატონ ლავროვს, პუტინს და ა.შ, რომ მათი გაცემული დახმარების არ დავიჯეროთ. რადგან თუნდაც ამ დახმარების დაპირებაში იყო ქართველების შეურაცხყოფა. თუნდაც ის, რომ ისინი მზადყოფნას აცხადებენ სამი სახელმწიფოს კეთილმეზობლურ ურთიერთობაში. ვფიქრობ, ყველა მესიჯბოქსი, რასაც ისინი ჩვენს მიმართ საუბრობენ არის შეურაცხმყოფელი საქართველოს მოსახლეობისთვის და არ შეიძლება ის იყოს ნორმალურ საზოგადოებაში ელექტორალურად მომგებიანი“, - განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით „მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება