ვახტანგ ცინცაძე - ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები - აგვისტოში ექსპორტის 30 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 640 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

მან ასევე ხაზი გაუსვა მომსახურების ექსპორტის და მათ შორის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას, რომელიც დარგში არსებული ეკონომიკური აქტივობის ფონზე 2024 წლის მესამე კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მინისტრის მოადგილემ, ასევე ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების; ინფორმაციისა და კომუნიკაციის; მშენებლობის; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების; განათლების და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში.

„ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება. როგორც მოგეხსენებათ, არაერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ზრდის მიმართულებით გადახედა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს. ჩვენი მოლოდინია, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალი იქნება, ვიდრე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის პროგნოზი, რაც ნიშნავს ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებს, დამატებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და ზოგადად, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 12% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10%-ს გაუტოლდა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო