პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბათუმის მოსახლეობასთან აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, ბათუმის დელეგატ აჭარის უმაღლეს საბჭოში - რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, გონიოსა და კვარიათის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე.

„ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. აჩიკო ბერიძემ მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა