კახა კალაძე კითხვაზე: რატომ აღარ ინახავს თანხებს უცხოურ ბანკებში - რა თქმა უნდა, არ ვენდობი, რატომ უნდა შევინახო? - ნახეთ, ივანიშვილს რა უქნეს, ადამიანი გაძარცვეს! რატომ უნდა ვენდო?!

[უცხოურ ბანკებს] რა თქმა უნდა, არ ვენდობი - რატომ უნდა შევინახო? ნახეთ, ივანიშვილთან რა დამოკიდებულება აქვთ და რა უქნეს - ადამიანი გაძარცვეს! ვერ წარმომიდგენია და რატომ უნდა ვენდო?! - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ შეკითხვას, თუ რატომ აღარ ინახავს თანხებს უცხოურ ბანკებში.

კალაძემ პასუხად ჟურნალისტებს მიმართა, რომ მის ფინანსებზე არ ინერვიულონ.

“ჩემზე არ ინერვიულოთ! მე არ ვნერვიულობ და თქვენ ნუ ინერვიულებთ. თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა?! ივანიშვილი დასანქცირებულია. რეალობა სახეზეა - დე ფაქტო სანქცირებულია. ადამიანმა ყველანაირი სასამართლო მოიგო, უბრალოდ თანხებს არ უბრუნებენ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არის. ვიღაცას დაასანქცირებენ - არ დაასანქცირებენ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არ ინერვიულოთ ჩემს ფინანსებსა და თანხებზე, დიდი თხოვნა მაქვს“,- აღნიშნა კალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ