ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, „ახალგაზრდული ფესტივალი 2024“ გაიმართა

ახალგაზრდული ტრენინგ ცენტრი „ჩვენი ბორჯომისათვის“ ინიციატივით და ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, „ახალგაზრდული ფესტივალი 2024“ გაიმართა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდული ფესტივალი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა როგორც სპორტული ასევე კულტურული ღონისძიებები.

„მოეწყო ფეხბურთის და ჭადრაკის ჩემპიონატი, ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, პლენერი, „ფლეშმობი“, „Drum School“-ის მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა.

ქართული ესტრადის და საოპერო მომღერლების მონაწილეობით გალა კონცერტები გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები თემო საჯაია, სალომე ბაკურაძე, ელენე ფოჩხუა, დათუნა მგელაძე, ცირა კობიაშვილი, ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“, „რეზო და ბავშვები“ და DJ - ალექსანდრე ლორთქიფანიძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება