„გალტ & თაგარტმა“ ბათუმში აჭარის ეკონომიკის და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენციას უმასპინძლა

„გალტ & თაგარტმა“ ბათუმში ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აჭარაში მიმდინარე ეკონომიკური და სექტორული ტენდენციები გააცნეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარა ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა საქართველოს რეგიონებს შორის. თბილისის შემდეგ ბათუმს ყველაზე მაღალი, 10%-იანი წილი აქვს ქვეყნის ეკონომიკაში.

„აჭარის ეკონომიკაში დომინანტური როლი აქვს ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ დარგებს. „გალტ & თაგარტის“ მიხედვით, ტურისტული ნაკადების შემდგომი ზრდა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ასევე სხვადასხვა დარგებში პოტენციალის ათვისება მომდევნო წლებში ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ჯამურად ქვეყანაში არსებული ტენდენციის საპირისპიროდ, აჭარაში მოსახლეობა იზრდება, ასევე გაუმჯობესებულია დასაქმების დინამიკა და იზრდება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა, რაც ბიზნესის წარმოებისთვის აჭარის რეგიონის მიმზიდველობას უწყობს ხელს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, ზურაბ ქოქოსაძის განცხადებით, ღონისძიების მიზანია, რომ აჭარაში მოქმედ ბიზნესებს მივაწოდოთ სასარგებლო ინფორმაცია იმისთვის, რომ რეგიონი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს.

„რეგიონული განვითარება „საქართველოს ბანკისთვის“ პრიორიტეტულია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი მხარდაჭერილი ბიზნესების რაოდენობა საქართველოს რეგიონებში მზარდი იყოს. ტურისტული სეზონი დასრულდა და გვინდა ბიზნეს სექტორს ექსპერტული ცოდნა გავუზიაროთ განვლილ პერიოდებზე და ასევე იმ პერსპექტივებზე, რასაც ვხედავთ, როგორც ჯამურად, აჭარის ეკონომიკაში, ისე სტუმარმასპინძლობის და უძრავი ქონების ბაზარზე. მოხარულები ვართ, რომ რეგიონი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტებისთვის მიმზიდველი სამოგზაურო მიმართულებაა. ამასთან, საყურადღებო ტენდენციებია უძრავი ქონების და ტურიზმის მიმართულებით, რაც „გალტ & თაგარტის“ სიღრმისეული კვლევის საფუძველზე იკვეთება. შესაბამისად, ამ ღონისძიების მიზანია, აჭარაში მოქმედ ბიზნესებს მივაწოდოთ სასარგებლო ინფორმაცია იმისთვის, რომ რეგიონი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს საქმიანობის დაწყებისა და განვითარებისთვის“ - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.gt.ge

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს