„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი და პარტიის საგარეო დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ქავთარაძე ბრიუსელში ლატვიელ ევროპარლამენტარ, რიჰარდ კოლსს შეხვდნენ

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი და პარტიის საგარეო დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ქავთარაძე ბრიუსელში ლატვიელ ევროპარლამენტარ, რიჰარდ კოლსს შეხვდნენ და საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარება გააცნეს.

კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, ევროპარლამენტარს ეცნობა, რომ ძირითადი ოპოზიციური პარტიები ერთობლივად მნიშვნელოვნად „ქართულ ოცნებას“ უსწრებენ, რომელიც „სულ უფრო მეტად იყენებს სიძულვილის ენას და სულ უფრო მეტ ძალადობას მიმართავს“.

მათივე ცნობით, რიჰარდ კოლსმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი კოალიციური მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოიყვანს და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს აღადგენს.

8 ოქტომბერს ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ პლენარულ სესიაზე იმსჯელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება