„სელფი მობაილი“ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას განაგრძობს

„სელფი მობაილი“, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, განაგრძობს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას მომხმარებლების უზრუნველყოფისთვის მაღალი ხარისხს, საიმედო კომუნიკაციით. 5G-ს განვითარებისა და არსებული ქსელის განახლების მიღმა, "სელფი მობაილმა" დანერგა ტექნოლოგია ზარების საუკეთესო ხარისხით განხორციელებისთვის. სელფის ქსელში VoLTE-ს (Voice over LTE) მეშვეობით მომხმარებელს აქვს მაღალი ხარისხის ხმოვანი კავშირი, შეუძლია ზარების სწრაფად წამოწყება და იმავდროულად მობილური ინტერნეტით სარგებლობა.

ამის შესახებ ინფორმაციას „სელფი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ხმის გადაცემისთვის VoLTE იყენებს უფრო ფართო სიხშირეებს.

„ხმის გადაცემისთვის VoLTE იყენებს უფრო ფართო სიხშირეებს. სწორედ ეს უზრუნველყოფს სუფთა და მკაფიო კომუნიკაციას. ინტერნეტის უწყვეტი გამოყენება ზარების მიმდინარეობისას, VoLTE -ს მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

VoLTE სელფის ქსელში ეტაპობრივად ხდება ხელმისაწვდომი iOS ტექნოლოგიის სმარტფონებზე, რის შემდეგაც ის ასევე ჩაირთვება ანდროიდის მომხმარებლებისთვისაც.

VoLTE-თან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით: სატელეფონო ცენტრში 110101 (სელფიდან); +995 32 2200611 სხვა ქსელებიდან; ასევე ონლაინ ჩატში “,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება