ლევან სანიკიძე - აშშ-ის საელჩოს განცხადება ნამდვილად საგანგაშო უნდა იყოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, რადგან ოფიციალურად დასდეს ბრალი ცრუ ნარატივების გავრცელებაში, „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებით

აშშ-ის საელჩოს განცხადება ნამდვილად საგანგაშო უნდა იყოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, რადგან ოფიციალურად დასდეს ბრალი ცრუ ნარატივების გავრცელებაში, „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სურთ თუ არა ხელისუფლებაში დარჩეს სანქცირებული, ამ ქვეყნის მოღალატე ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას აპირებს,- ასე გამოეხმაურა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერი, ლევან სანიკიძე, აშშ-ის საელჩოს განცხადებას.

მისი თქმით, არავითარი თანამშრომლობის რესურსი „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის აღარ არსებობს.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება საგანგაშო უნდა იყოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის. საელჩომ „ქართულ ოცნებას“ ოფიციალურად დასდო ბრალი იმაში, რომ ისინი იტყუებიან, ავრცელებენ ფსევდო, ცრუ ნარატივებს მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, თუმცა „ქართული ოცნებისგან“ ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი მას შემდეგ, როცა კალაძე ლავროვის განცხადებას მიესალმა, სადაც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიხსენიებს აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს.

ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები დღეს დადგებიან და იტყვიან, რომ აშშ ისევ გლობალური ომის პარტიაა. რა თქმა უნდა, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ კარგად იაზრებს, რა როლი აქვს აშშ-ს თანამედროვე დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობაში, იმ მეგობრობაში, დახმარებაში, რომელსაც ამერიკელი პარტნიორებისგან ვიღებთ. პირველ რიგში ეს არის დახმარება არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მუდმივად გამოხატავს თავის მეგობრულ დამოკიდებულებას ამერიკელი ხალხის მიმართ.

არავითარი თანამშრომლობის რესურსი „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის აღარ არსებობს. მე ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ჩვენი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის თავმჯდომარეც იმყოფებოდა აშშ-ში, დაესწრო როგორც „რესპუბლიკური“, ისე „დემოკრატიული“ პარტიის კონგრესებს, სადაც დასახელდნენ პრეზიდენტობის კანდიდატებად „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰრისი, ხოლო „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპი, ორივე პარტიის წარმომადგენლებს აქვთ იდენტური დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ მიმართ. ისინი ხედავენ, რომ ქართველ ხალხს ამერიკელ პარტნიორებთან ახალი თანამშრომლობის ეტაპის დაწყება სურს, რაც კიდევ უფრო ღრმა პარტნიორობას გულისხმობს, „მეგობარი აქტის“ ძალაში შეყვანას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვნახეთ, რა პასუხს იღებს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს უარი უთხრეს დასწრებოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ბატონი ბაიდენის ოფიციალურ მიღებას. აქედან გამომდინარე, ასევე უნდა აღვნიშნოთ ის საკითხიც, რომ ეს არის უკიდურესი ნაბიჯი აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან, რადგან მათ რა თქმა უნდა, არ სურთ ითანამშრომლონ სანქცირებულ ხელისუფლებებთან, მაგრამ მათ უკვე სხვა გამოსავალი არ დარჩათ და შესაბამისად, ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სურთ თუ არა ხელისუფლებაში დარჩეს სანქცირებული, ამ ქვეყნის მოღალატე ხელისუფლება, რომელიც აპირებს ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო