დეა მეტრეველი - ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყაზბეგის რეგიონი მიტოვებულია - ყაზბეგი დიდი ცვლილებების მოლოდინშია და 26 ოქტომბერს ეს ცვლილებები ნამდვილად მოვა

სამწუხაროდ, დღეს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყაზბეგის რეგიონი მიტოვებულია - ყაზბეგი დიდი ცვლილებების მოლოდინშია და 26 ოქტომბერს ეს ცვლილებები ნამდვილად მოვა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეა მეტრეველმა ყაზბეგის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, სტეფანწმინდაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პარტიის ცნობით, პოლიტიკოსმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო კოალიციის პროგრამა - „ილიას გზა“ და სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებას „ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გეგმავს.

„ჩვენ ვიმყოფებით დიდი ქართველი მწერლის, ალექსანდრე ყაზბეგის მშობლიურ მხარეში. დიდი ქართველის მშობლიურ მხარეში, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება და შემოქმედება რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლას მოახმარა. მთელი თავისი ცხოვრება და შემოქმედება საქართველოს ერთიანობის იდეას მოახმარა. სამწუხაროდ, დღეს, „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ყაზბეგის რეგიონი მიტოვებულია. მუნიციპალიტეტში, სადაც 3700 ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს, 1200 სოციალურად დაუცველია. ეს ციფრები მეტყველებს იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს ხელისუფლებას ყაზბეგელების მიმართ, ამ უნიკალური და მშვენიერი მხარის მიმართ. ჩვენ უნდა დავამარცხოთ უმუშევრობა და სიღარიბე, როგორც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ასევე მთელ ქვეყანაში.

როცა კოალიცია "ძლიერი საქართველო" საუბრობს 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნაზე, დიახ, ყაზბეგში ჩვენი მოქალაქეებისთვისაც არის განკუთვნილი სამუშაო ადგილები, რომლებიც ჩვენს პროგრამაშია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ბებიებისთვის და ბაბუებისთვის 1000-ლარიან პენსიაზე, დიახ, ყაზბეგში ჩვენი მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი პროგრამით გათვალისწინებული სიახლეები. ძალიან მნიშვნელოვანია გაიაზროს ხელისუფლებამ, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტი გუშაგი რეგიონია ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს მცველი რეგიონია და არა მხოლოდ სატრანსპორტო ფუნქციის მატარებელი, როგორც დღეს “ქართულ ოცნებას” წარმოუდგენია. ეს არის რეგიონი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. თრუსოს ხეობა, დარიალის ხეობა, სნოს ხეობა, დაცლილია სოფლები, ჩამოშლილია სახლები, ნასახლარად არის ქცეული არაერთი უმნიშვნელოვანესი სოფელი ამ რეგიონში. მოსახლეობა ტოვებს რეგიონს და ეს იმიტომ ხდება, რომ მათთვის შესაძლებლობები ხელმიუწვდომელია.

მეგობრებო, ყაზბეგი დიდი ცვლილებების მოლოდინშია და 26 ოქტომბერს ეს ცვლილებები ნამდვილად მოვა ამ რეგიონში!"- განაცხადა დეა მეტრეველმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო