პარლამენტი მთავრობისგან 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენას ელის - კანონის თანახმად, ფინანსური დოკუმენტი, საკანონმდებლო ორგანოში არაუგვიანეს 1-ელი ოქტომბრისა უნდა შევიდეს

პარლამენტი მთავრობისგან 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენას ელის - კანონის თანახმად, ფინანსური დოკუმენტი, თანდართული მასალებთან ერთად, უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოში არაუგვიანეს 1-ელი ოქტომბრისა უნდა შევიდეს.

მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით დანიშნულია პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც 1-ელ ოქტომბერს 12:00 საათზე დაიწყება. ბიურო ბიუჯეტის განხილვის გრაფიკს განსაზღვრავს.

ბიუჯეტის პროექტი განსახილველად თავდაპირველად პარლამენტის კომიტეტებს, ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს გადაეცემა, რისთვისაც მათ 2-კვირიანი ვადა აქვთ.

კანონის გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციებისა და ცალკეული დეპუტატების შენიშვნებითა და მოსაზრებებით არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა მთავრობას უკან უნდა დაუბრუნდეს. ამის შემდეგ კი, გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში 5 ნოემბრისთვის უკან უნდა დაბრუნდეს, რა დროიდანაც საბიუჯეტო პროცესი პლენარული სხდომის ფორმატში გაგრძელდება.

საბოლოოდ, ახალ ბიუჯეტს ახალი შემადგენლობის პარლამენტი დაამტკიცებს - ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტმა არაუგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა უნდა მიიღოს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება