გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი ბაქოში, აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს, კამრან ალიევს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს, კამრან ალიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის ეფექტიან პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

“ბაქოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 29-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილეები ნათია მერებაშვილი და გიორგი ბადაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პროკურატურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის ეფექტიან პარტნიორობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით მზაობა გამოთქვეს.

შეხვედრის დასასრულს, კამრან ალიევმა საქართველოს გენერალური პროკურორი ბაქოში, 15 ნოემბერს დაგეგმილ მაღალი დონის პლენარულ სხდომაზე მიიწვია, რომელიც გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისთან თანამშრომლობით გაიმართება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება