გორის მერია - პუშკინის ქუჩაზე უკვე დასრულდა ტრანსპორტის სავალი ნაწილის მოასფალტება და ტროტუარების მოწყობა

გორის მუნიციპალიტეტის მერია პუშკინის ქუჩაზე საგზაო ინფორასტრუქტურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცლებს.

მათი ცნობით, გორში, პუშკინის ქუჩაზე დამონტაჟდა და დაიხაზა საგზაო ნიშნები.

გორის მერიის ინფორმაციითვე, პროექტის ღირებულება 650 000 ლარია.

„პუშკინის ქუჩის რეაბილიტაცია მალე დასრულდება. ქუჩაზე დამონტაჟდა და დაიხაზა საგზაო ნიშნები. უკვე დასრულდა ტრანსპორტის სავალი ნაწილის მოასფალტება და ტროტუარების მოწყობა. ქუჩაზე დამონტაჟდა გარეგანათების ახალი სისტემა.

პროექტის მიხედვით, სამუშაოები გზის 350 მეტრიან მონაკვეთზე, იაკობ გოგებაშვილის ქუჩიდან ცხინვალის გზატკეცილამდე ხორციელდება. პროექტის ღირებულებაც 650 000 ლარია.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს