გიორგი ბოტკოველი - 26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც გავისტუმრებთ ივანიშვილს და მის მაფიოზურ, ოლიგარქიულ, ბოროტ მმართველობას, ერთხელ და სამუდამოდ დაფასდება კახელი მევენახის შრომა

26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჩვენ ყველა ერთად გავისტუმრებთ ივანიშვილს და მის მაფიოზურ, ოლიგარქიულ, ბოროტ მმართველობას, ერთხელ და სამუდამოდ დაფასდება კახელი მევენახის შრომა და ყურძენს ექნება ფასი - რქაწითელის შემთხვევაში იქნება ორი ლარი, ორ ლარ-ნახევარი, საფერავის შემთხვევაში იქნება სამი ლარი, სამ ლარ-ნახევარი, - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა კახეთში გამართულ ღონისძიებაზე.

ბოტკოველის განცხადებით, ივანიშვილმა ფეხქვეშ გათელა იმ ადამიანების შრომის ფასი, რომელსაც რეალურად უნდა ჰქონდეს შემოსავალი.

“ჩვენ ვნახეთ თუ როგორ უდგება ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, განსაკუთრებით კახეთში იმ ადამიანებს, რომელთაც მთავარი დოვლათი უნდა შექმნან და მთავარი შემოსავალი უნდა მისცენ ჩვენს ქვეყანას.

ჩვენ, წლების განმავლობაში ვსაუბრობდით ფასზე, რაც არ შეესაბამებოდა იმ რეალობას, რა რეალობაც არის ქვეყანაში და სწორედ ჩვენი პირობა არის ის, რომ დაფასდეს კახელი მშრომელი მევენახის შრომა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება და 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჩვენ ყველა ერთად გავისტუმრებთ ივანიშვილს და მის ამ მაფიოზურ ოლიგარქიულ ბოროტ მმართველობას, ერთხელ და სამუდამოდ დაფასდება და ყურძენს ექნება ფასი - რქაწითლის შემთხვევაში იქნება ორი ლარი, ორ ლარ-ნახევარი, საფერავის შემთხვევაში იქნება სამი ლარი, სამ ლარ-ნახევარი.

ჩვენ ახლა ვართ ნაფარეულში, სადაც წლების განმავლობაში გვახსოვს, რომ იყო ზონობრივი მიდგომა. ფაქტობრივად, ეს ყველაფერიც დაივიწყეს და აქტიური ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ საკითხს. ჩვენ გვახსოვს 2012 წლამდე თუ როგორი მიდგომა იყო მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო სწორედ მშრომელი ადამიანის პრეზიდენტი. ის აფასებდა თითოეული ადამიანის შრომას და მისი ფასი იცოდა. ივანიშვილი და მისი მთავრობა არიან საკუთარი თავისთვის. ჩინოვნიკები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თვითონ იღებენ შემოსავალს, ისინი იპარავენ ფულს, ისინი მდიდრდებიან და თითოეული თქვენგანი, რომლებიც წლიდან წლამდე, დღიდან დღემდე შრომობთ, ასე დაუფასებელი რჩება.

დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერი იქნება ის თარიღი, როდესაც ქვეყანაში დასრულდება ის მანკიერი მიდგომები, რომლებიც აქვს ივანიშვილს და მის მაფიოზურ მმართველობას. 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. 14 მილიარდი, რომელზეც ასე ხშირად ვსაუბრობთ, ძალიან დიდი წილი მიდის სოფლის მეურნეობაზე, სწორედ ეს მიმართულება იქნება ჩვენთვის პრიორიტეტი და ჩვენ კახურ ღვინოს გავხდით ისეთ წარმატებულს, პოპულარულს, რომელიც შვებას მისცემს ქართველ გლეხს და ამ შრომას დააფასებს”,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის