თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა და კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ბრიუსელში „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკურ ასამბლეას ესწრებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასამბლეა ევროკომისრებად სახალხო პარტიიდან დასახელებულ კანდიდატებს ხვდება.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები შეხვდნენ ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას და საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარება განიხილეს.

ბოკუჩავას განცხადებით, ევროპაში არსებობს სრული მზაობა, დაეხმარონ საქართველოს იმ იზოლაციიდან გამოსასვლელად, რომელშიც ქვეყანა “ქართულმა ოცნებამ” შეიყვანა.

მისივე თქმით, ხვალ, „ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოზე რეზოლუციის ტექსტზე იმსჯელებს. რეზოლუციის მთავარი აქცენტია, ქართველ ხალხს მიეცეს თავისი პოლიტიკური ნების თავისუფლად გამოვლენის საშუალება.

„ჩვენ ვიმყოფებით ევროპარლამენტში ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც ისმენენ ევროკომისრების კანდიდატებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სულ ცოტა ხანში განსაზღვრავენ ევროკავშირის პოლიტიკას. აქ კიდევ ერთხელ ვისმენთ, რომ ევროკავშირის კარები ღიაა საქართველოსთვის და ერთადერთი დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში არის ივანიშვილის რუსული ხელისუფლება. 26 ოქტომბრის არჩევნები არის შესაძლებლობა ქართველმა ხალხმა აირჩიოს ევროპული კეთილდღეობა და უარი უთხრას სიღატაკეს იზოლაციაში. ეს არის შანსი გავათავისუფლოთ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც აქ, ევროპარლამენტში ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს და ქართველმა ხალხმა ის დიდი მონაპოვარი, რაც არის კანდიდატის სტატუსი, უკვე მოქმედებაში მოიყვანოს და გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია