ანა დოლიძე - კალაძის განცხადება ადასტურებს, რომ ,,ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს და ყველანაირ მეხამრიდებს ეჭიდება

კალაძის განცხადება ადასტურებს, რომ ,,ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს და ყველანაირ მეხამრიდებს ეჭიდება, - ასე ეხმაურება კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პოზიტიურად აფასებს.

როგორც დოლიძე საკუთარ ,,ფეისბუქ“ გვერდზე წერს, კალაძის განცხადება არის „სამარცხვინო და მოღალატეობრივი“.

„ფაქტობრივად, ეს არის აღიარება. ჩვენი ბიჭების, ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნის შეურაცხყოფაა, რაც მან თქვა. იციან, რომ აგებენ არჩევნებს და მეხამრიდივით ეჭიდებიან ყველაფერს. მისი განცხადება ადასტურებს, რომ ,,ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს. 26 ოქტომბერს, ეს რუსული ხელისუფლება უნდა გავუშვათ სახლში, ეს არის ჩვენი საქმე, რომელსაც მივიყვანთ ბოლომდე“, - წერს ანა დოლიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება