ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო კონგრესში მიიღო მონაწილეობა

ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის მონაწილეებს მიესალმა.

სიტყვით მიმართვისას თსუ-ს რექტორმა საქართველოში ფილოსოფიური აზრის განვითარების ისტორიულ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად საქართველოში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იმართება მსოფლიო კონგრესი, რომლის თემაა „სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში“.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

მსოფლიო კონგრესს ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებისა და კლასიკური გერმანული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 2024 წლის 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესს უმასპინძლებს, რომელიც ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ჰეგელის ფილოსოფიისა და მისი რეცეფციის ისტორიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება „ჰეგელის საერთაშორისო კონფერენციას“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება