სი ძინპინი - სრული ეროვნული გაერთიანების მიღწევა ჩინელი ხალხის საერთო მისწრაფებაა - ტაივანი ჩინეთისთვის წმინდა ტერიტორიას წარმოადგენს

სრული ეროვნული გაერთიანების მიღწევა ჩინელი ხალხის საერთო მისწრაფებაა, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ტაივანი ჩინეთისთვის „წმინდა ტერიტორიას“ წარმოადგენს.

„სრული ეროვნული გაერთიანების მიღწევა ჩინელი ხალხის საერთო მისწრაფებაა. ეს შეუქცევადი ტენდენციაა, სამართლიანობის საკითხია და ხალხის ნებას შეესაბამება. ისტორიის მსვლელობას ვერავინ შეაჩერებს. ტაივანი ჩინეთისთვის წმინდა ტერიტორიას წარმოადგენს. ტაივანის სრუტის ორივე მხარეს ხალხს სისხლი აკავშირებს და ეს ოჯახური კავშირები ყოველთვის ძლიერი იქნება“, - განაცხადა სი ძინპინმა.

ცნობისთვის, ჩინეთი ეროვნულ დღესასწაულს, რესპუბლიკის გამოცხადების დღეს, 1-ელ ოქტომბერს აღნიშნავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება