კახა ქემოკლიძე - ლევან იოსელიანი არის „ტროას ცხენი“ - ქართული საზოგადოების მოსატყუებლად და უცხოელების გონების ასაბნევად არჩევნების შემდეგ

ლევან იოსელიანი არის კლასიკური „ტროას ცხენი“, ჩანერგილი: ქართული საზოგადოების მოსატყუებლად და უცხოელების გონების ასაბნევად არჩევნების შემდეგ პერიოდში, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს „პირდაპირ ემუშავება“.

„ბატონ იოსელიანთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან კონკრეტული ინფორმაციები გვაქვს მის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ის არის კლასიკური ტროას ცხენი, ჩანერგილი, ერთის მხრივ ქართული საზოგადოების მოსატყუებლად და მეორეს მხრივ უცხოელების გონების ასაბნევად არჩევნების შემდეგ პერიოდში. მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ ემუშავება ბატონ ლევან იოსელიანს. ეს არახალია და ეს არის ნამდვილად დიდი რისკი ამ ქვეყნის დემოკრატიისთვის“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

მისივე თქმით, ლევან იოსელიანის სახალხო დამცველის კანდიდატად გაყვანა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი იყო და ამისთვის ბევრი იბრძოლეს.

„ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი და საფუძვლიანი ეჭვი, რომელიც რა თქმა უნდა, ბაზირებულია კონკრეტულ ინფორმაციაზე, რომელიც გვაძლევს ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას. ჩვენ სხვებს არ ვგავართ, ჩვენ ჩვენს ავტორიტეტს, რეპუტაციას და ამავდროულად გაკეთებული განცხადების შინაარსს საკმაოდ კარგად ვზომავთ. დარწმუნებული ვართ 100 პროცენტით ამ კუთხით და ეს არ ახალია. ლევან იოსელიანის გაყვანა, როგორც კანდიდატად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, ალბათ, იყო ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი ამ პარლამენტის, მათი სადეპუტატო გუნდის. მე ვფიქრობ, რომ ქართულმა საზოგადოებამ ეს კარგად იცის. მისი კანდიდატურის გაყვანისთვის ძალიან ბევრი იბრძოლეს. რატომ სხვებმა, გაცილებით უფრო კომპეტენტურმა ადამიანებმა, ნეიტრალურებმა, სრულიად საქართველო რომ ენდობოდა, რატომ ის ადამიანები ვერ გავიდნენ? იმიტომ, რომ ის ადამიანები არ იყვნენ „ქართული ოცნების“ მხრიდან მანიპულირებადები. ეს არის სწორედ მთავარი კრიტერიუმი და მათ შორის უცხოელებმაც ძალიან კარგად იციან მასთან არსებული კითხვის ნიშნები“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება