ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანში შეზღუდული, ლოკალიზებული და წერტილოვანი სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ ტერორისტული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ წერტილოვანი და შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება.

„პოლიტიკური ეშელონის გადაწყვეტილებით, რამდენიმე საათის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიწყო შეზღუდული, ლოკალიზებული და წერტილოვანი სახმელეთო იერიშები სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ტერორისტული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ზუსტი დაზვერვის საფუძველზე“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მათი განმარტებით, აღნიშნული სამიზნეები განლაგებულია საზღვრის მახლობლად მდებარე სოფლებში და უშუალო საფრთხეს უქმნის ისრაელელ თემებს ჩრდილოეთ ისრაელში.

„ისრაელის საჰაერო ძალები და თავდაცვის ძალების არტილერია მხარს უჭერენ სახმელეთო ძალებს ამ ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე ზუსტი დარტყმებით“, - აცხადებენ თავდაცვის ძალებში.

მათი განმარტებით, აღნიშნული ოპერაციები დამტკიცდა და განხორციელდა პოლიტიკური ეშელონის გადაწყვეტილების შესაბამისად.

„ოპერაცია „ჩრდილოეთის ისრები“ გაგრძელდება სიტუაციური შეფასების მიხედვით და ღაზასა და სხვა ასპარეზზე ბრძოლის პარალელურად. ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებს ოპერაციას ომის მიზნების მისაღწევად და აკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა ისრაელის მოქალაქეების დასაცავად და ჩრდილოეთ ისრაელის მოქალაქეების სახლებში დასაბრუნებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს