ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა Victory-ზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას სააგენტო AFP-ი ავრცელებს.

სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, რომ ორი რაკეტა ბაზის თავდაცვითმა სისტემამ ჩამოაგდო, მესამე კი ანტიტერორისტული სარდლობის შტაბ-ბინასთან დაეცა. ეს ინფორმაცია კიდევ ერთმა წყარომ დაადასტურა და განმარტა, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

AFP აღნიშნავს, რომ ერაყში აშშ-ის ბაზებზე თავდასხმები ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ახალი რაუნდის ფონზე გახშირდა, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ დაიწყო.

ერაყში ამჟამად, დაახლოებით, 2500 ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება