პენტაგონი - ლოიდ ოსტინმა და იოავ გალანტმა განიხილეს სერიოზული შედეგები ირანისთვის იმ შემთხვევაში, თუ ის ისრაელის წინააღმდეგ პირდაპირ სამხედრო თავდასხმას განახორციელებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ისრაელელ კოლეგას იოავ გალანტს ესაუბრა, - ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

„მინისტრმა ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას თავი ირანის, ლიბანის ჰეზბოლას, ჰამასის, ჰუსიტებისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისგან. ისინი შეთანხმდნენ საზღვრის გასწვრივ თავდასხმის ინფრასტრუქტურის დემონტაჟის აუცილებლობაზე, რათა უზრუნველყონ, რომ ლიბანურმა ჰეზბოლამ ვერ განახორციელოს 7 ოქტომბრის ტიპის თავდასხმები ისრაელის ჩრდილოეთ თემებზე“, - აღნიშნულია პენტაგონის ინფორმაციაში.

ამასთან, განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეებმა განიხილეს სამხედრო ოპერაციებიდან დიპლომატიურ გზაზე გადასვლის მნიშვნელობა, რათა რაც შეიძლება მალე იქნას უზრუნველყოფილი უსაფრთხოება და სტაბილურობა.

„მინისტრმა ოსტინმა და მინისტრმა გალანტმა განიხილეს სერიოზული შედეგები ირანისთვის იმ შემთხვევაში, თუ ირანი აირჩევს პირდაპირ სამხედრო თავდასხმის დაწყებას ისრაელის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება